ვინ ვართ ჩვენ?
GLOW (გოგონები მსოფლიოს ლიდერები) ლიდერობის ბანაკებისა და კონფერენციების სერია გოგონებისთვის, 1995 წლიდან წარმატებით იქნა ინიცირებული ამერიკული მშვიდობის კორპუსის მოხალისეებისა და მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
GLOW ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-17 წლის გოგონებს სრულიად საქართველოდან, განსაკუთრებული ფოკუსით ეკონომიკური კრიზისით მოცულ სოფლებზე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და უმცირესობათა თემებზე.
2014 წელს GLOW საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ჩვენ ერთად გარდავქმნით GLOW საქართველოს უფრო მეტად მდგრად პროექტად, რომელიც ქართველ გოგონებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.
მას შემდეგ, რაც GLOW არასამთავრობო ორგანიზაციად იქცა მისი მუშაობის სფერო გაფართოვდა ორი ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკიდან მრავალ, წლიურ ღონისძიებებამდე, "წაიღე GLOW სახლში" ინიციატივების ჩათვლით, რომელთაც გოგონები თავიანთ ადგილობრივ თემებში განახორციელებენ.
ჩვენი მისია
სრულიად საქართველოს გოგონების, განსაკუთრებით კი სხვადასხვა შესაძლებლობებს მოკლებულ თემში მცხოვრები გოგონების, განათლება და გაძლიერება, მათი ლიდერული უნარების განვითარება, თანაბარი შესაძლებლობების რეალიზება და გოგონების ცვლილებების აგენტებად ჩამოყალიბება.
ჩვენი ხედვა
გოგონების თავიანთ თემებში ინფორმირებულ და უფლებამოსილ ლიდერებად ჩამოყალიბება, წარმატებისთვის აუცილებელი თანაბარი შესაძლებლობების რეალიზება და სრულიად საქართველოს საზოგადოებასთან ერთად მუშაობა საყოველთაო პრობლემების გადასაჭრელად.